საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით უსუფაშვილის სახელით საქართველოს პარლამენტში მიღება გაიმართა

თავმჯდომარე 16 ნოემბერი 2016
დავით უსუფაშვილის სახელით საქართველოს პარლამენტში მიღება გაიმართა

საკანონმდებლო ხელისუფლების უწყვეტობისა და მემკვიდრეობითობის აღსანიშნავად, მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტების წევრებისათვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელით მიღება გაიმართა. ღონისძიება ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გაიმართა, რითაც მოქმედმა და ახალარჩეულმა პარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი განსხვავებულთა შორის პატივისცემისა და დიალოგის აუცილებლობას.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიმართა.

მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტის შენობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება გამართულა ათწლეულების განმავლობაში, თუმცა დღევანდელი შეხვედრა პრაქტიკულად უნიკალურია, ვინაიდან „დღეს პარლამენტში იმართება ღონისძიება საკანონმდებლო ხელისუფლების უწყვეტობის და მემკვიდრეობითობის აღსანიშნავად.“

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დღევანდელი შეკრებით ხდება ხაზგასმა იმაზე, რომ მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და კონკრეტულ არჩევნებში გამარჯვებისა თუ დამარცხებისა, ყველა ემსახურება საკუთარ სამშობლოს - საქართველოს. „სახელმწიფო სამსახური ეს არ არის პრივილეგია, ეს არ არის ჯილდო. ეს არის საპატიო შრომა და ამ შრომისთვის, ამ თავდადებისთვის უნდა ვიყოთ ყველანი მზად“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მე-8 მოწვევის პარლამენტი იყო საკმაოდ საინტერესო დაწესებულება. „ეს იყო პირველი კოალიციური უმრავლესობა საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში, ეს იყო მრავალპარტიული, ჭრელი პარლამენტი, ისეთივე ჭრელი და ისეთივე მრავალფეროვანი, როგორიც ქართული საზოგადოებაა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მომავალი პარლამენტი, თავის მხრივ, ასევე იქნება გამორჩეული, ვინაიდან ერთ პოლიტიკურ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება პარლამენტში, რაც ერთი მხრივ, მომავალ პარლამენტს აძლევს საშუალებას, გაცილებით მეტი გადაწყვეტილება მიიღოს ნაკლები პრობლემებით, მაგრამ, ალბათ ავალდებულებს მომავალი პარლამენტის თითოეულ წევრს, რომ მეტი დაფიქრებით, მეტი განსჯით მიიღოს გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ შეცდომები ნაკლები დაუშვან.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ძალიან სიმბოლურია, რომ დღევანდელი შეკრება იმართება ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს.

„ტოლერანტობის დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები, მიმავალიც და მომავალიც, ჩვენი დღევანდელი შეკრებით, ჩვენი საქმით, ჩვენი აქ ყოფნით აღვნიშნავთ ამ დღეს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ განსხვავებულები, ჩვენ ვართ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონენი, მაგრამ ერთად ვართ დღეს და ერთად ვაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს მომავალშიც“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მან გიორგი კვირიკაშვილს მე-8 მოწვევის პარლამენტის სახელით, მადლობა გადაუხადა იმ მუშაობისთვის, რაც თავის გუნდთან ერთად, მთავრობასთან ერთად, ქვეყნის სასიკეთოდ გასწია და წარმატებები უსურვა მომავალში.
დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა აგრეთვე, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრებსაც გაწეული საქმინობისთვის და წარმატებები უსურვა მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ტოლერანტობის დღეს, ტრადიციულად, პარლამენტი ყოველთვის აღნიშნავს არა მხოლოდ სიმბოლურად, არამედ შინაარსობრივადაც, თუმცა დღევანდელი დღე გამორჩეულია. „სწორედ დღევანდელი დღის ფორმატში ძალიან საინტერესო თანხვედრა მოხდა ამ დღის აღნიშვნისა იმ ახალი პოლიტიკური კულტურის ნაზავთან, რომელიც მე ვფიქრობ, ძალიან კარგი ტრადიცია იქნება და შენარჩუნდება, რაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს და გაამდიდრებს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად საზოგადოებამ და არა მარტო საკანონმდებლო ორგანომ შექმნას ტოლერანტული სივრცე. „ტოლერანტობა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი და ფუნდამენტი, რომლითაც შესაძლებელია იყოს ჰარმონია, თანაარსებობა და მეტი სიყვარული, მეტი სიკეთე ზოგადად სამყაროში და მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც განსაკუთრებული ტრადიციები აქვს ამ მხრივ“, - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

სტუმრებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ მიმართა. მან განაცხადა, რომ პარლამენტის შენობას ბევრი მოვლენა ახსოვს და გარკვეული მემკვიდრეობითობა ნამდვილად უნდა იყოს დაცული. „გარკვეულ ტრადიციები ამ შენობაში ყოველთვის იყო და უნდა იყოს დაცული და გაგრძელებული და ეს ალბათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრადიცია იქნება, რომელსაც დღეს ეყრება საფუძველი. ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა, როდესაც ძველი პარლამენტი გზას ულოცავს ახალარჩეულ პარლამენტს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მანანა კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს პირადად დიდი მადლობა გადაუხადა ოთხწლიანი ერთობლივი საქმიანობისთვის და განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილი იყო საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარე, რაშიც მას ყველა კოლეგა როგორც პოზიციიდან, ასევე ოპოზიციიდან დაეთანხმება. „მე, პირადად, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მისგან, როგორც პოლიტიკოსისგან, როგორც ადამიანისგან და როგორც პირველმა ვიცე-სპიკერმა, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო იყო ეს ოთხი წელი მასთან მუშაობის თვალსაზრისით. წარმატებას ვუსურვებ მას მომავალ საქმიანობაში“,-აღნიშნა მანანა კობახიძემ.

ღონისძიების დასასრულს, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრებს სამახსოვრო სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

პარლამენტის სასახლეში გამართულ მიღებას ესწრებოდნენ მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები, საქართელოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები, ცესკოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა
01 ივნისი 2026

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
01 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
29 მაისი 2026

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R