საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა

მედია და საზოგადოება 18 მაისი 2026
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა  ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა.

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისას აღნიშნა, რომ  2026 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, თუმცა, წლის პირველ კვარტალში უფრო მაღალი ეკონომიკური აქტივობა იყო.  


კერძოდ, იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა 7,9% იყო,  თებერვალში - 8.8 %, ხოლო მარტში - 10.7%. საბოლოო ჯამში კი, I კვარტალში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.1% იყო.

მისივე თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი მარტში  4.3% იყო, ხოლო საშუალო ინფლაცია ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში - 4,4%-ია.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით,  საგარეო სექტორის მიმართულებით, წელს, პირველი სამი თვის განმავლობაში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 867.0 მლნ აშშ დოლარი იყო. აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ აშშ დოლარია, რაც 23.4%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი - 4 143.2 მლნ აშშ დოლარია, რაც 7.1 პროცენტით ნაკლებია.   

გიორგი კაკაურიძის განცხადებით,  2026 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 1 170.4 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, საიდანაც უშუალოდ ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა  997.5 ათასი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე დაახლოებით 4.0%-ით მეტია.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2026 წლის პირველ კვარტალში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 829.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.5%-ით მეტია გასული წლის  მაჩვენებელზე. 

მისივე თქმით, 2026 წლის პირველ კვარტალში წმინდა ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.4%-ით გაიზარდა და 797.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


ნაერთ ბიუჯეტზე საუბარისას, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა და ის 6 942 195.8 ათას ლარს შეადგენს,  რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 102.6%-ია. 

მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთხითაც შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა და ის 5 982 895.2 ათას ლარს შეადგენს, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101.6%-ია.


ასევე,  გადასახადების შესრულების კუთხით, მობილიზებულია 5 593 554.7 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.5%.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 30 881 358.0 ათასი ლარით.


აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა  7 903 217.5 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო საკასო შესრულებამ - 7 238 179.8 ათასი ლარი. საკასო შესრულება კვარტლის გეგმური მაჩვენებლის 91.6%, ხოლო წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის - 23.4%-ია.

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
05 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მსგავსი

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
05 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R