საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში“ მოისმინა

მედია და საზოგადოება 18 მაისი 2026
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში“ მოისმინა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში“ მოისმინა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ წარადგინა.

ანგარიში მოიცავდა ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

ნათია თურნავას განცხადებით, 2025 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9% შეადგინა, რაც მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლისგან ზომიერად გადახრილი იყო. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ამსახველი ინდიკატორები, როგორებიცაა საბაზო ინფლაცია და მომსახურების ინფლაცია, წლის განმავლობაში 3%-თან შედარებით დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდა.

„საბაზო ინფლაცია 2025 წელს, საშუალოდ, 2.2% იყო. მომსახურების სექტორში, სადაც ფასების ცვლილება შედარებით ხისტია, ინფლაციამ საშუალოდ 2.7% შეადგინა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად შენარჩუნდა და ინფლაციური პროცესები ნაკლებად ყოვლისმომცველი იყო“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავას განმარტებით, 2025 წლის ოქტომბრის პიკური - 5.2%-ის შემდგომ, ინფლაცია თანმიმდევრული კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა. კერძოდ, 2026 წლის იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4.8% იყო, მარტში კი უკვე 4.3%.

„ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შედეგად, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები გლობალურად გაიზარდა, რამაც ადგილობრივადაც გააძვირა საწვავი და აპრილის თვის ინფლაციაში დამატებით 0.8 პროცენტული წვლილი შეიტანა. საბოლოოდ, აღნიშნული მიწოდების შოკის პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების ერთობლიობის შედეგად, აპრილში მთლიანი ინფლაცია მიზნობრივი 3%-იანი დონიდან გადაიხარა და 5.9% შეადგინა. თუმცა, შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა. კერძოდ, საბაზო ინფლაცია აპრილში 3.2%, ხოლო მომსახურების ინფლაცია 3.7% იყო“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავას განცხადებით, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას დოლარიზაციის შემცირებაზე.

მისი თქმით, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, 2024 წლის ბოლოსთან შედარებით, სესხების დოლარიზაცია 0.7%-ით შემცირდა და 42.5% შეადგინა.

„ასევე მცირდება დეპოზიტების დოლარიზაცია, რაც მეტწილად ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას ასახავს. კერძოდ, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, 2024 წელთან შედარებით დეპოზიტების დოლარიზაცია 5.6 პროცენტული პუნქტით - 46.6%-მდე შემცირდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 
მისივე განცხადებით, იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების  ცალკეული მოთხოვნები განაახლა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის მდგრადობას და აღნიშნა, რომ უმოქმედო სესხების წილი მინიმუმზეა, საკრედიტო პორტფელი კი სექტორულად დივერსიფიცირებულია.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, 2025 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული დავების თითქმის 80% მომხმარებელთა სასარგებლოდ დასრულდა. შედეგად, პროვაიდერებმა მომხმარებლებს ჯამურად 400 000 ლარზე მეტი აუნაზღაურეს.

მისი თქმით, დავების განმხილველი კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც უსასყიდლოდ განიხილავს მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის, ბანკებს შორის დავებს.

„2025 წელს კომისიამ 158 საჩივარი მიიღო. აქედან 111 საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, რომელთა დავის საგნის ჯამურმა ღირებულებამ მილიონ ლარს გადააჭარბა. გადაწყვეტილი დავების 78% მომხმარებლების სასარგებლოდ დასრულდა. კომისიის საქმიანობის ფარგლებში უკვე ფაქტობრივად ანაზღაურებული/ჩარიცხული თანხების მოცულობამ 412 000 ლარი შეადგინა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა შარშან მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით აქტივობაზე. დამტკიცდა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია, რაც ხელს უწყობს მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვაზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, დაიხვეწა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო.

„დამატებით, კონკურენტული გარემოს გაძლიერებისა და მომხმარებელთა დაცვის მიზნით, 2025 წლის 1 მაისიდან ფიზიკური პირებისა და 2 მილიონ ლარამდე ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის რეფინანსირებისას, წინსწრებით დაფარვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა 2%-დან 0.5%-მდე შემცირდა. ცვლილებების შედეგად, შემცირდა ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, დღეს ეროვნული ბანკი ყველა მიმართულებით მყარად დგას ფეხზე.
​

„ლარის კურსი სტაბილურია. რეზერვები 6 მილიარდს დოლარს გასცდა და ის აკმაყოფილებს დაწესებულ საერთაშორისო მოთხოვნებს. ეგრეთ წოდებული, პრობლემური სესხები, რომლის მაჩვენებელი მნიშვნელოვანია საბანკო სექტორისთვის,  ძალიან დაბალ ნიშნულზეა და  2.6%-ს შეადგენს. 2012 წელს ეს მონაცემი 12% იყო, 2020 წელს კი 8-9%. ეს  საუკეთესო მაჩვენებელია და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. განსაკუთებით მინდა ყურადღება შევაჩერო  დეპოზიტებზე. ათი წლის წინ დეპოზიტების ჯამური მოცულობა 14,4  მილიარდი ლარი იყო - როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ანგარიშები ბანკებში. დღეს ეს მაჩვენებელი 66,95 მილიარდი ლარია და თითქმის თანაბარი წილით არიან წარმოდგენილნი კერძო და იურიდიული პირები. დეპოზიტები სტრუქტურულადაც გაუმჯობესდა. დოლარიზაცია 10 წლის განმავლობაში 71.7%-დან 47,8%-მდე შემცირდა, რაც ძალიან კარგი შედეგია“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R