საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საკანონმდებლო ორგანომ „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 10 Jun 2025
საკანონმდებლო ორგანომ „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“.


კანონპროექტით, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს“ ემატება ახალი თავი, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მაუწყებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას შეეხება.


„საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობის დროს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც, მაუწყებლებს აღარ აქვთ შესაძლებლობა უცხოეთიდან, უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დაფინანსება მიიღონ, რასაც თავისი დასაბუთება აქვს. ამის მიზანი იყო, რომ საზოგადოება გავლენებისგან იყოს დაცული და მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების შესახებ მიიღოს ინფორმაცია. იმისათვის, რომ კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ჰქონდეს ეფექტური მექანიზმის გამოყენებით გადაამოწმოს იღებენ თუ არა მაუწყებლები უცხოეთიდან დაფინანსებას, იმისათვის რომ არც ერთ პირს არ გაუჩნდეს სურვილი და ცდუნება კანონის გვერდის ავლით მიიღოს ამგვარი დაფინანსება, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ექნება მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს წესით გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია ჩარიცხვებისა და კონკრეტული გადარიცხვების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას 14 დღის ვადაში მიიღებს. მხარეს შესაძლებლობა ექნება მიღებული გადაწყვეტილება 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს, ხოლო სააპელაციო წესით სასამართლოში განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 10 დღის ვადაში მოხდება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.


მისივე თქმით, ამავდროულად, სახდელის დადების თაობაზე კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თუ სასამართლოში გასაჩივრდა, ეს ამ აქტის მოქმედებას არ გააჩერებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიღებულია გადაწყვეტილება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.


„ამავდროულად, პირთა უფლებების დაცვა კვლავ უზრუნველყოფილია სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე, რადგან მხარეს აქვს შესაძლებლობა სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოითხოვოს აქტის მოქმედების შეჩერება შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 Jun 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 Jun 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 Jun 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 Jun 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 Jun 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R