საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საკანონმდებლო ცვლილებებით იმპორტირებულ მედიკამენტებზე კარგი საწარმოო პრაქტიკა (GMP) სავალდებულო იქნება

პლენარული სხდომები 15 თებერვალი 2022
საკანონმდებლო ცვლილებებით იმპორტირებულ მედიკამენტებზე კარგი საწარმოო პრაქტიკა (GMP) სავალდებულო იქნება
საქართველოს მთავრობის ინიციატივით „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის.
 
ცვლილებების პროექტზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
 
დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტით, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და იმპორტირებულ პროდუქციაზე კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) დანერგვა იგეგმება.
 
„კანონპროექტი იმპორტირებულ პროდუქციაზე კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. ჯანდაცვის სამინისტრომ იმპორტირებულ პროდუქტებზე კარგი საწარმოო პრაქტიკის მოთხოვნის აუცილებლობა უკვე განიხილა, რაც ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად. კანონპროექტის მთავარი არსი, იმპორტირებულ პროდუქტზე GMP-ის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ითვალისწინებს, რაც კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციასაც წარმოადგენს, რათა ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქცია თანაბარ პირობებში ჩადგეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
 
მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა 2022 წლის 1 მარტამდე იმპორტირებულ პროდუქტზე GMP-ის დაშვების ეტაპებს წარმოადგენს, რაც უკვე არსებულ იმპორტირებულ პროდუქტებზე GMP-ის მოთხოვნებს და ვადებს მოაწესრიგებს.
 
კანონპროექტთან დაკავშირებით სხდომათა დარბაზში დეპუტატების მხრიდან განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა.
 
ცვლილებების პროექტზე შეფასებები საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.
 
საკითხის განხილვის შემდეგ, პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი, პირველი მოსმენით, 76 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს
09 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა  მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს
09 ივნისი 2026

პარლამენტმა  მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R