საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესიას მასპინძლობს

მედია და საზოგადოება 04 ივლისი 2023
საქართველოს პარლამენტი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესიას მასპინძლობს

საქართველოს პარლამენტი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესიას მასპინძლობს.

 

საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს, კომიტეტების, ახალგაზრდა პარლამენტართა და ქალ პარლამენტართა ქსელების შეხვედრები დღეიდან დაიწყო, ხოლო 7 ივლისს 48-ე პლენარული სესია ოფიციალურად გაიხსნება.

 

კომიტეტების სხდომებზე იმსჯელებენ წევრ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე, საქართველოს პარლამენტის წევრები კი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოს მიმოიხილავენ.

 

როგორც დღეს, ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სესიის ფარგლებში საქართველოს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭება.

 

„ფრანკოფონია მოიცავს ფრანგულენოვანი ქვეყნების გაერთიანებას. საქართველოს, 20 წელია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსი აქვს და ამ სესიაზე ჩვენი ქვეყნის ასოცირებულ წევრად არჩევა მოხდება, რაც, თავისთავად ცხადია, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ფრანგულენოვანი ქვეყნების გაერთიანებაში. ეს თავის თავში გულისხმობს როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას ამ ქვეყნების ფორმატში, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ფრანკოფონიის გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი არის საფრანგეთი და ევროპის ფრანგულენოვანი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერები არიან“, - განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა.

 

ასამბლეის მონაწილე საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერა გამოხატეს და ასოცირებულ წევრად ქვეყნის არჩევასთან დაკავშირებით მზაობა გამოხატეს.

 

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ფრანსის დრუენის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სესია საქართველოში იმართება და მითუმეტეს, საქართველოს ასოცირებულ წევრად მიღება, იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში.

 

„ჩვენი აქტიური თანამშრომლობისთვის დღეს ყველა საფუძველი ჩაყრილია. მოხარული ვარ, რომ საქართველო გვმასპინძლობს, ვინაიდან საპარლამენტო დიპლომატია არსებით მნიშვნელობას ატარებს“, - განაცხადა მედიასთან ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა.

 

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა აქტიურად მუშაობს დემოკრატიის განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და არის აქტიური პლატფორმა წევრ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგისთვის.

 

ასამბლეა წარმოადგენს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონსულტაციო, საპარლამენტო ორგანოს. დღეისათვის მის შემადგენლობაში 91 წევრია, 56 სრულუფლებიანი, 17 ასოცირებული, ხოლო 18 დამკვირვებლის სტატუსით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს
09 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა  მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს
09 ივნისი 2026

პარლამენტმა  მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R