საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადება ავტომანქანების შესყიდვის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით

განცხადებები 12 ივლისი 2024

საქართველოს პარლამენტის მომავალი მოწვევისთვის, პარლამენტის აპარატი გეგმავს მის ბალანსზე არსებული ამორტიზებული ავტომანქანების ჩანაცვლებას ჰიბრიდული ავტომობილებით.

 

დღეის მდგომარეობით პარლამენტის აპარატის ბალანსზე ირიცხება 89 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება (მათ შორის საპროტოკოლო, სამორიგეო და სამგზავრო მიკროავტობუსები დელეგაციების მომსახურებისთვის), რომელთაგანაც უმეტესობა 2015 წელს თბილისში ჩატარებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური ღონისძიების შემდეგ, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადმოცემული, უკვე ექსპლუატაციაში ნამყოფი ავტომანქანები და ასევე 2007-2013 წლებში შეძენილი სხვადასხვა მარკის ავტომანქანაა.

 

აღსანიშნავია, რომ აპარატის ბალანსზე არსებული ავტომანქანების უმეტესობას გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და მათი საბალანსო ღირებულება განულებულია. წლების მატებასთან ერთად, გაზრდილია ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი (საშუალო წვის მაჩვენებელი 100 კმ-ზე შეადგენს 12-15 ლიტრს, ხოლო შეკეთების საშუალო წლიური ხარჯი ერთ ავტომანქანაზე შეადგენს 5000 ლარს), რაც თავის მხრივ გამოწვეულია ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ცვეთით (ავტომანქანების საშუალო გარბენი შეადგენს 300,000 კმ).

 

მიღებული გადაწყვეტილებით, ამორტიზებული ავტოპარკის ჩანაცვლების, საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის და გარემოს მიმართ ნაკლები ზიანის მიყენების მიზნით, პარლამენტის აპარატი გეგმავს, 2025 წლისთვის, არსებული შიდა წვის ძრავიანი 60 ერთეული ამორტიზებული ავტომანქანის ჩანაცვლებას ჰიბრიდული ტიპის ავტომანქანებით.


აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე საშუალო წვის მაჩვენებელი 100 კმ-ზე შეადგენს 4-6 ლიტრს (ეკონომია - 8-9 ლიტრი), ხოლო ტექნიკური მომსახურების სავარაუდო წლიური ხარჯი ერთ ავტომანქანაზე - 700-1000 ლარს (ეკონომია ერთ ავტომანქანაზე მხოლოდ ტექნიკური მომსახურების ნაწილში შეადგენს დაახლოებით 4 000 ლარს).

გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 6 712 230 ლარი, საიდანაც თავად ავტომანქანების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 5 557 800 ლარს, ხოლო დარჩენილი თანხა 1 154 430 ლარი წარმოადგენს 5-წლიან საგარანტიო პერიოდზე გათვლილ მომსახურების (საწვავი და ტექნიკური მომსახურება) საპროგნოზო ჯამურ ხარჯს.

საქართველოს პარლამენტი შესყიდვის პროცედურას ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეშვეობით.


შესყიდვის პროცედურებისა და საქონლის მოწოდების გრაფიკის მიხედვით, შეძენილი ავტომანქანები ექსპლუატაციაში შევა 2025 წლიდან, მომდევნო, მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის.


შესყიდვის პროცედურის დასრულების შემდგომ, ამორტიზებული ავტომანქანები გადაეცემა ქონების მართვის სააგენტოს შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი  აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება
17 ივნისი 2026

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება

მსგავსი

17 ივნისი 2026

საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება

15 ივნისი 2026

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე მეურვეობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციები

09 ივნისი 2026

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის კანდიდატთა სია

02 ივნისი 2026

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R