საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე სპიკერს, კარლჰაინს კოპფს შეხვდა

თავმჯდომარე 15 Jul 2014
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე სპიკერს, კარლჰაინს კოპფს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თბილისის იუსტიციის სახლში ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე სპიკერი კარლჰაინს კოპფი მიიღო. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ეკონომიკურ სფეროში საქმიანობის პერსპექტივებზე.
„ავსტრია საქართველოს კარგი მეგობარია. ავსტრია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შესაძლოა სხვებზე ადრე განსჭვრიტა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ავსტრიელმა ბიზნესმენებმა საქართველოში დაიწყეს აქტიური მოღვაწეობა ტურიზმის სფეროში და სასტუმროების ბიზნესში. მოხარული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება და ფართოვდება. შევთანხმდით პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე. სულ ცოტა ხნის წინ ავსტრიის პარლამენტში პირველად შეიქმნა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი. ავსტრია, როგორც თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, გამოთქვამს მზადყოფნას იყოს ჩვენი მეგობარი ასოცირების პროცესშიც. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვექნება და ეს ვიზიტიც ამის საწინდარია”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე სპიკერის, კარლჰაინს კოპფის თქმით, ავსტრია მოხარულია, რომ აქვს საშუალება მეგობარ ქვეყანას მხარი დაუჭიროს. „ავსტრია ნამდვილად იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა განსჭვრიტა და ამიტომაც მას, მისი დამოუკიდებლობის პროცესში, მისი ევროპისკენ წინსვლის პროცესში მხარს ვუჭერთ. ავსტრიის პარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მალე მოხდება. ავსტრია იყო საქართველოს ერთ-ერთი მუდმივი მხარდამჭერი და რა თქმა უნდა ამ ეტაპზეც ავსტრიას არ სურს დაყოვნება. ჩვენ ვთანამშრომლობთ მრავალ სფეროში, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურ სფეროში. ავსტრიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი რამდენიმე კვირის წინ უკვე იმყოფებოდა საქართველოში ვიზიტით. სექტემბერში იგეგმება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი”, - განაცხადა კარლჰაინს კოპფმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე სპიკერმა აღნიშნა, რომ მეორე მნიშვნელოვანი სფერო, სადაც საქართველო და ავსტრია თანამშრომლობენ, ეკონომიკური სფეროა. „განხორციელებულია რამდენიმე სერიოზული ინვესტიცია ენერგოსფეროში, ტურიზმის სფეროში, საქართველოს რეგიონების განვითარების მიმართულებით. მე დღეს ვეწვიე ერთ-ერთ ავსტრიულ კომპანიას ლოჯისტიკის სფეროში. კომპანიებს, ბიზნესებს არ სურთ ინვესტირება ისეთ ადგილებში, რომელიც მიიჩნევა არასტაბილურად და არაუსაფრთხოდ. საქართველო განიხილება როგორც უსაფრთხო, სანდო პარტნიორი და ეს კიდევ უფრო მეტ პერსპექტივას გვაძლევს განვითარებისთვის. საქართველო, როგორც კომპანიებში ამბობენ არის იდეალური ადგილი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად”, - განაცხადა კარლჰაინს კოპფმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე სპიკერის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 Jun 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა
01 Jun 2026

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
01 Jun 2026

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
29 May 2026

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R