საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის წევრებს და საქართველოს მოსახლეობას დედაენის დღე მიულოცა

მედია და საზოგადოება 14 აპრილი 2006

 

მინდა განსაკუთრებულად მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღე, რომელსაც ქართველმა ხალხმა დედაენის დღე უწოდა. გარკვეული თვალსაზრისით, ეს დღე უნიკალური გახლავთ, რადგან ნამდვილად არ მახსენდება არცერთი ქვეყანა, რომელიც აღნიშნავდეს დედაენის დღეს. მიმაჩნია, რომ ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს რაოდენ დიდი როლი აკისრია ქართულ ენას საქართველოს ისტორიაში, ქართველი ერის ცხოვრებაში, ენას, რომელმაც მიუხედავად ბევრი გასაჭირისა და ქარტეხილებისა თავი შემოინახა ყველაზე მწვავე სიტუაციებშიც კი, როდესაც მას დევნიდნენ, როდესაც მას ახშობდნენ და შეუნარჩუნა ქართველ ერს ის უდიდესი კულტურა, ტრადიცია, ისტორია, ის დიდი სულიერება, რომელიც ჩვენი ერის თვითმყოფადობის საფუძველს წარმოადგენს.

ქართული ენის დღე ერთადერთი დღესასწაულია, რომელიც საბჭოთა იმპერიის პერიოდში ხალხმა დააწესა. 1978 წლის 14 აპრილს, იმპერიის ხელისუფლება ცდილობდა, რომ გაეუქმებინა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი და მაშინდელი კონსტიტუციის შესაბამის თავში ჩაეწერათ სახელმწიფო ენად არა ქართული, არამედ რუსული ენა. სწორედ ხალხი, განსაკუთრებით მაშინდელი ახალგაზრდობა იყო იმ დღის გმირი, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად დაათმობინა ხელისუფლებას და აიძულა საქართველოს კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი დაეფიქსირებინა.

 

მე ბედნიერი ვარ, რომ მაშინ რამდენიმე მოძმე ერს მივეცით არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაეცვათ თავიანთი ენა. ქართული ენის სახელმწიფო ენად აღიარებას მოჰყვა ჯაჭვი რამდენიმე ქვეყანაში, სომხეთში, ბალტიისპირეთში, რომლებმაც ასევე მოახერხეს საკუთარი ენის იმპერიის წინაშე დაცვა.

 

უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ენა ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებელია, მითუმეტეს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ იყო პერიოდები, როდესაც არასახელმწიფო ენებთან დაკავშირებით საქართველოში მრავალი დებატი იმართებოდა, იყო მთელი რიგი საკითხები, რაზეც ისმებოდა კითხვის ნიშანი, ქართული ენა უნდა იყოს ყველასათვის ერთიანი ენა თუ არა. აგრესიული შეტევა ენით, რა თქმა უნდა, სწორი არ არის, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართული ენა, როგორც ყოველთვის, საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანებისათვის, იყოს გამაერთიანებელი და არა გამყოფი.

 

ვფიქრობ, ჩვენმა პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად, ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაპყროს.

 

ყველამ ვიცით, რაოდენ სამარცხვინო ფაქტებს ჰქონდა ადგილი გალის რაიონში, როდესაც ქართულ ენაზე სწავლება აკრძალული იყო. ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რაოდენ დიდი ძალისხმევა დაჭირდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ადამიანს ჰქონდეს მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა და საჭიროა ეს ბრძოლა დღესაც გაგრძელდეს. დიპლომატიური ბრძოლა მაქვს მხედველობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ პროვოკაციულ ქმედებებს, რომელსაც გალის რაიონში ჰქონდა ადგილი, ჩვენ არ უნდა დავუპირისპიროთ იგივე აფხაზური ენის წინააღმდეგ, თუნდაც რაიმე მცირე ქმედება. პირიქით, ჩვენ, ქართულ ენასთან ერთად უნდა გავაძლიეროდ აფხაზური ენის ხელშეწყობა. ჩვენ, ქართულ ენასთან ერთად, ღრმა პატივისცემა უნდა გამოვხატოთ ოსური ენის და სხვა იმ ენების მიმართ, რომლებზეც ჩვენი თანამოქალაქენი საუბრობენ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული აფხაზური ენის განსაკუთრებული სტატუსი ნამდვილად არ არის ლიტონი სიტყვები ჩვენს კონსტიტუციაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, პატივცემულო კოლეგებო, რომ ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება აფხაზური ენის თუნდაც ელემენტარულ დონეზე შესწავლა, იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ არამარტო საკუთარ ენას, ჩვენ პატივს ვცემთ იმ ენას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში მეორე სახელმწიფო ენად არის აღიარებული, თუნდაც საქართველოს ტერიტორიის ერთ გარკვეულ ნაწილზე.

 

დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ძალიან მალე ქართული ენა სამშვიდობო ტერმინოლოგიით და სამშვიდობო ტონალობაში გახმოვანდება და  გაჟღერდება როგორც სამაჩაბლოში, ასევე აფხაზეთში. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ მოვუვლით ჩვენს ქართულ ენას, რომლითაც სრულიად სამართლიანად ვამაყობთ და ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ ერთხელ ქართული ენა იყოს ის ძლიერი ბურჯი, რომლის ირგვლივაც და რომლის მეშვეობითაც სრულიად საქართველო გაერთიანებული და მშვიდობიანი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყველა მოქალაქე ერთმანეთისათვის გასაგებ ენაზე ისაუბრებს და ეს გასაგები ენა არ არის მხოლოდ ფრაზეოლოგიურად გასაგები. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მართლაც საერთო ენა, საერთო ფასეულობები გაგვაერთიანებს!

 

კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ეს დღე თითოეულ თქვენგანს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც 1978 წლის 14 აპრილს, ამ შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე იდგა და იცავდა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც იმას, რაც ყოველთვის ყველაზე ძვირფასი იყო ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ხალხისათვის და იმას, რაც თითოეული ბავშვისათვის, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იცხოვროს, ყოველთვის არის იმ მოგონების მატარებელი თუ რომელ ქვეყანას, რომელ ერს და რომელ ეროვნებას ეკუთვნის ის!

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
16 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R