საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის წევრების, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას და თეონა აქუბარდიას განცხადება

განცხადებები 16 მარტი 2023

გვინდა გამოვეხმაუროთ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და ასევე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ არა ერთგზის, მიზანმიმართულად გაკეთებულ დეზინფორმაციის შემცველ განცხადებებს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით.

 

ეჭვის გამოთქმა და არასამთავრობო ორგანიზაციების დადანაშაულება პარლამენტის წევრებზე - ჩვენზე ზეწოლაში სხვა არაფერია, თუ არა მორიგი მცდელობა გააღრმაონ დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის.

 

შეკითხვების დასმა და განსხვავებული მოსაზრების გამოხატვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით არის გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატიული პროცესი, რასაც ჩვენ როგორც განცხადებებით, ასევე გადაწყვეტილებით პასუხი გავეცით, ხოლო ბულინგი და ზეწოლა არის ის, რასაც საკუთარი განცხადებებით და ქმედებებით აკეთებს „ქართული ოცნება“, როდესაც თავს ესხმის უნივერსიტეტებს და ახალგაზრდებს, რომლებმაც თავისუფალი აზრი გამოხატეს და შეიკრიბნენ პარლამენტის წინ.

 

ასევე სახიფათო და სიძულვილის გაღვივვებაა მთელ ქალაქში ჩვენი ფოტოებით პლაკატების გაკვრა, რაც პირდაპირ მწვანე შუქს უნთებს მოძალადე ჯგუფებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინ პოლიციის მხრიდან აღკვეთის გარეშე ევროკავშირის დროშა დაწვეს. სწორედ ეს არის ბულინგი და ზიზღის ენა, ხოლო ზეწოლაა, როდესაც საკუთარი პარტიის წევრებს უკრძალავ თავისუფალი აზრის გამოხატვას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი  აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება
17 ივნისი 2026

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება

მსგავსი

17 ივნისი 2026

საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება

15 ივნისი 2026

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე მეურვეობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციები

09 ივნისი 2026

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის კანდიდატთა სია

02 ივნისი 2026

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R