საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტში ზურაბ ჟვანიას ბიუსტი გაიხსნა

მედია და საზოგადოება 09 დეკემბერი 2006
საქართველოს პარლამენტში ზურაბ ჟვანიას ბიუსტი გაიხსნა

დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტრაგიკულად დაღუპული ზურაბ ჟვანიას ბიუსტი გაიხსნა. იგი ბრინჯაოშია შესრულებული და მისი ავტორი მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძეა. ბიუსტი პრეზიდენტის ფლიგელში, მესამე სართულზეა განთავსებული.

ზურაბ ჟვანიას ბიუსტმა მისი დაბადების დღეს - 9 დეკემბერს სწორედ იმ პარლამენტში დაიდო ბინა, რომლის ისტორიაც მჭიდროდ უკავშირდება მის სახელს. ზურაბ ჟვანიამ, რომელიც საქართველოს პარლამენტს 1995 წელს ჩაუდგა სათავეში და მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, შეიძლება ითქვას, რომ ახალ საქართველოში პარლამენტარიზმის ისტორიას დაუდო საფუძველი. 

ზურაბ ჟვანიას ბიუსტის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე,  პარლამენტის ყოფილი და მოქმედი წევრები, სამთავრობო სტრუქტურების, ქართული კულტურისა და ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები, ზურაბ ჟვანიას მეუღლე და შვილები, მეგობრები და პარტიული თანამებრძოლები.

ყოფილი მასწავლებლისა და თანამებრძოლის ბიუსტის გახსნის ცერემონიალზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ზურაბ ჟვანიას განსაკუთრებული წვლილი აღნიშნა. "დღეს ჩვენ ვხსნით იმ ადამიანის ბიუსტს, რომელმაც რეალურად ჩაუყარა საფუძველი საპარლამენტო ტრადიციებს. მან მოგვიყვანა ამ შენობაში მე და ნინო ბურჯანაძე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სტუდენტები ვიყავით და მან გვაზიარა პარლამენტარიზმს. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, მთელს დსთ-ში, სადაც ხელისუფლებაში, მათგან განსხვავებით, მთლიანად პოსტკომუნისტური მთავრობა მოვიდა და ეს ცალსახად ზურაბ ჟვანიამ გააკეთა. ეს არის მისი ისტორიული დამსახურება, ვინაიდან ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც მაშინ არ ჰქონდა მომავლის იმედი და რწმენა, იყვნენ კომუნისტები, რომლებსაც ხელისუფლებაში დაბრუნება სურდათ და გვქონდა ნულოვანი საპარლამენტო ტრადიციები. რომ არა ზურაბ ჟვანიას კომპრომისის ხელოვნება და მოქნილობა, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გამოჩენილი მოღვაწე, ეპოქალური ფიგურა, ვინაიდან მართლაც რომ ეპოქალური კვალი დატოვა ქვეყნის ცხოვრებაში. ახალი თამაშის წესები, ახალი ინსტიტუტები, ქვეყნის მომავლის პერსპექტივა... ეს ზურაბ ჟვანიამ შექმნა. გარდა იმისა, რომ კარგი მეგობარი, მშვენიერი იუმორის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო, ამასთანავე, მან შექმნა პოლიტიკური სკოლა, მისი გუნდი, იგი საფუძველს უყრიდა ერთიანობას. და თუ მასზე თავდასხმები იყო, ეს იყო თავდასხმები ახალ აზროვნებაზე და საქართველოს მომავლის შანსზე, და არა მხოლოდ პირადად მასზე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, იმდენად დიდია ზურაბ ჟვანიას ღვაწლი  და დამსახურება საქართველოს უახლოეს ისტორიაში, რომ აუცილებელია მისი სახელის სამუდამოდ უკვდავყოფა. მისი აზრით, ზურაბ ჟვანიას სახელი უნდა შევიდეს ისტორიის სახელმძღვანელოებში, დაინიშნოს მისი სახელობის სტიპენდიები. «ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ ის სულისკვეთება, რომელიც მუდმივი განახლებისკენ, ინსტიტუციონალიზაციისკენ გვიბიძგებს. მცდელობა არ უნდა დავაკლოთ და ავაშენოთ ის შენობა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჰქვია. ამ მხრივ ძალიან კარგი მაგალითი გვყავდა და ყველა ის ტექნოლოგია, რაც ერთად ავითვისეთ, ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ და მაშინ ამ შენობაში მუდმივად იქნება ზურაბ ჟვანიას ადგილი», - განაცხადა გამოსვლის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა.

შეკრებილთ სიტყვით მიმართა და ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. როგორც მან განაცხადა, ზურაბ ჟვანია იყო გამოჩენილი, ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანი, რომელსაც ზუსტი პოლიტიკური ხედვა ჰქონდა იმისა, თუ რა გზით და როგორ უნდა ევლო მიზნის მისაღწევად. «მან შეძლო სრულიად შეუფერებელ გარემოში მოეყვანა რეფორმატორთა გუნდი და რეფორმები განეხორციელებინა. მას ჰქონდა საოცარი ნიჭი, თავის ირგვლივ შემოეკრიბა ერთგული, ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც დღესაც აგრძელებენ მის მიერ დაწყებულ საქმეს. როცა ერთად დავიწყეთ მუშაობა, აქ შენობის გარდა არაფერი იყო. ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ იგი ძლიერ ინსტიტუტად ექცია, ჩამოეყალიბებინა ქართული პარლამენტი და ქართულ პარლამენტარიზმს ქვეყნის განვითარების ისტორიაში თავისი სიტყვა ეთქვა», - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ზურაბ ჟვანიას შვილები ღირსეულად ატარებენ თავიანთი მამის სახელს და მათ ბედნიერი მომავალი უსურვა იმ საქართველოში, რომლის დემოკრატიული სტრუქტურების შექმნაში უდიდესი ღვაწლი სწორედ ზურაბ ჟვანიას მიუძღვის. «ვისურვებდი, რომ ის საქმე, რომელიც ზურაბ ჟვანიამ 1995 წლიდან და უფრო ადრიდანაც კი დაიწყო,  ისე დაგვირგვინებულიყოს, რომ საქართველო გახდეს ნამდვილად ღირსეული ქვეყანა, რომელსაც ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვებთ», - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R