საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ერიკა ოლსონს შეხვდა

მედია და საზოგადოება 10 დეკემბერი 2021
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ერიკა ოლსონს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპის და ევრაზიულ საკითხებში, ერიკა ოლსონს შეხვდა.

 

ხანგრძლივი შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე, მათ შორის, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე ისაუბრეს.

 

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს.

 

მხარეებმა მშვიდობიანი კავკასიის ფორმატში საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა განიხილეს. ერიკა ოლსონი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქართველი დეპუტატების ხედვით დაინტერესდა.

 

ქართულმა დელეგაციამ არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ზოგადად, პოსტ-საბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებზე და რუსეთის მიერ ძალის გამოყენებით, გავლენის დაბრუნების მცდელობაზე ისაუბრა.

 

შეხვედრაზე „3+3“ ფორმატის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაბრეს, რომელიც 10 დეკემბერს მოსკოვში უნდა გაიმართოს.

 

საქართველოს პარლამენტის წევრებმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მკაფიოდ განუმარტეს საქართველოს პოზიცია, თუ რატომ არის საქართველო წინააღმდეგი და რატომ არ მონაწილეობს ამ ფორმატში.

 

ერიკა ოლსონთან შეხვედრისას, განიხილეს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი, ეკონომიკური და დემოკრატიული მიმართულებით სამომავლო განვითარების შესაძლებლობები.

 

ისაუბრეს სასამართლო რეფორმაზე.

 

ქართველმა დეპუტატებმა ღიად განაცხადეს, რომ ისინი მიესალმებიან სასამართლო რეფორმის შემდგომ განხორციელებას და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას. როგორც აღინიშნა, შემდგომ რეფორმას სჭირდება ანალიზი იმისა, თუ რა გაკეთდა და რა საჭიროებები შეიძლება გამოიკვეთოს კიდევ, რათა მიღებული იქნას ახალი კანონმდებლობა და ის იყოს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში.

 

შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას და როგორც აღინიშნა, ეს შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტში პოლიტიკური პარტიების ურთიერთთანამშრომლობით, საგმობრივი მსჯელობებით და დისკუსიებით.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გეგმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

 

შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში, კარა მაკდონალდმა.

 

„ერიკა ოლსონთან ძალიან ხანგრძლივი, ნაყოფიერი და გულღია შეხვედრა გვქონდა. ჩვენ შევძელით ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
30 ივნისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, ქალაქ თბილისში ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
30 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, ქალაქ თბილისში ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
30 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საბერძნეთის პარლამენტს გადასცა
30 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საბერძნეთის პარლამენტს გადასცა

ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
30 ივნისი 2026

ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R