საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სალომე ქურასბედიანი ბიომრავალფეროვნების საკითხზე გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 21 ნოემბერი 2023
სალომე ქურასბედიანი ბიომრავალფეროვნების საკითხზე გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის - „საბუკოს“ ორგანიზებით და გერმანიის საელჩოს და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციას - „ბიომრავალფეროვნება და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში“ დაესწრო.


მან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სალომე ქურასბედიანმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებსა და იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე სესიის ფარგლებში განიხილავს.


აღნიშნულ საკითხზე საუბრისას პარლამენტის წევრმა ყურადღება ბიომრავალფეროვნების კანონპროექტზე გაამახვილა, რომლის ინიცირებასაც მთავრობა მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს.


„ევროკავშირის ბოლო შეფასებით, ბუნების დაცვის კუთხით საქართველოს ევროკავშირის სამართალთან კარგი შესაბამისობა აქვს, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა, რჩება მთელი რიგი საკითხები და გამოწვევები, რომლებზეც საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს. ერთ-ერთ ასეთ საკითხს ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტი წარმოადგენს. მისი განხილვა და მიღება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იგი ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით სისტემურ მიდგომებს აწესებს და ადგენს მთელ რიგ სტანდარტებს, რომელიც ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების სახეობების დაცვას, მათ გრძელვადიან შენარჩუნებას და ასევე საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირების საკითხებს უზრუნველყოფს. კანონის მიღების შემდეგ, გაუქმდება „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ საქართველოს კანონი, რომელთა რეგულირების სფეროები ახალი კანონით განისაზღვრება“, - განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.


მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების საკითხები ინტეგრირებული იყოს სხვადასხვა სექტორულ სტრატეგიულ დოკუმენტებში როგორიც არის ინფრასტრუქტურული პროექტები და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებები.


​პანელურ დისკუსიაზე, მოხსენებით ასევე წარდგნენ პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი და „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, ქეთი გუჯარაიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R