სალომე ქურასბედიანი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
მედია და საზოგადოება 11 აპრილი 2024

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი სალომე ქურასბედიანი საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, გარემოს დაცვისა და განათლების სფეროში არსებულ საკითხებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე.
შეხვედრაზე სალომე ქურასბედიანმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
