საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კანონპროექტი „პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილა

მედია და საზოგადოება 08 სექტემბერი 2022
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კანონპროექტი „პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა.
 
მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველი განხილვისას სამი საკითხი გამოიკვეთა.
 
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესია აღნიშნული საკითხები განისაზღვროს არა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ტექსტში, არამედ აისახოს რეგლამენტში.
 
„ერთ-ერთი საკითხი ეხება სამუშაო ჯგუფს, რომელიც იქმნება შეფასების მიზნით და მკაფიოდ განისაზღვრება, რომ მათ არ ექნებათ ვინმეს, მაგალითად, ხარისხობრივი მაჩვენებლების გამო დისკვალიფიკაციის შესაძლებლობა. იმ გამონაკლისის გარდა, როდესაც წარმოდგენილი განაცხადები არ შეფასდებიან იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირ კანონთან არსებობს წინააღმდეგობა. კერძოდ, არ შეიძლება ორჯერ ერთი კანდიდატის წარდგენა. სახალხო დამცველად რომ აირჩეს პირი, აუცილებლად საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს და ასევე, არ შეიძლება მოქმედი სახალხო დამცველის წარდგენა. მეორე საკითხი, რაზეც შევთანხმდით ისაა, რომ უფლებამოსილმა სუბიექტებმა კანდიდატურები ნომინირებისთვის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის მიერ შეფასებული კანდიდატებიდან აარჩიონ. ეს წესიც რეგლამენტით განისაზღვრება. ასევე, განისაზღვრება, რომ სამუშაო ჯგუფი 9 წევრისგან შედგება. მესამე საკითხი უკავშირდება კონსულტაციების გამართვის საჭიროებას, ვიდრე სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
 
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა
22 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
22 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
22 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
22 ივნისი 2026

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
22 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R