საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა

მედია და საზოგადოება 05 აგვისტო 2022
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, პირველი სხდომა გამართა.
 
სხდომის მონაწილეებმა მოახდინეს იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც, მათი აზრით, სასამართლო სისტემის გამოწვევებს წარმოადგენს.
 
კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სხდომაზე 30-ზე მეტი საკითხის იდენტიფიცირება მოხდა და მათზე მსჯელობა მომდევნო შეხვედრაზე დაიწყება, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართება.
 
„ჩვენ ყველას მივეცით შესაძლებლობა გამოეთქვა აზრი, რაში ხედავენ ისინი გამოწვევას და როგორია მათი ხედვა ამ საკითხის გადაჭრის. ჩვენ შევადგინეთ გარკვეული საკითხების ნუსხა, სადაც კონკრეტული პირები სვამენ, მაგალითად, საკითხს: სასამართლოს გადატვირთულობასთან, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდასთან, საპროცესო ვადების დაცვასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გადახედვასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის გადახედვასთან და დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს 30 საკითხზე მეტი გამოიკვეთა და რამდენად არის ეს საკითხები პრობლემა, ამას სჭირდება დასაბუთება, ახსნა და მტკიცებულებებით გამყარება. ამიტომ, ჩვენ ავიღეთ ერთკვირიანი გონივრული ვადა, რათა ყველამ შეძლოს მათ მიერ დაყენებული საკითხების დასაბუთების წარმოდგენა. ჩვენ ამას ყველაფერს შევაგროვებთ და 15 აგვისტოს, შემდეგ შეხვედრაზე, უკვე დეტალურად მოვუსმენთ თითოეული საკითხის ავტორს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
 
სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, მედიატორთა ასოციაციის, ბიზნეს ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.
 
საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობენ: „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.
 
გეგმის თანახმად, კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 21 დეკემბრისა. კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით მიღებამდე დასკვნისთვის გაეგზავნება ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას.
 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით შეიქმნა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R