საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა კიკნაველიძე: „დანერგე მომავალი“ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმატებული პროექტია

მაჟორიტარი დეპუტატები 04 მაისი 2020
შალვა კიკნაველიძე: „დანერგე მომავალი“ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმატებული პროექტია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში, კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. კორონავირუსის პანდემიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სამუშაო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება.

სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდაჭერას ითვალისწინებს, 20 - მდე ადგილობრივი ფერმერია ჩართული.

სოფელ ტაბაკინში, მეორე სვირსა და როდინაულში კენკროვანი კულტურების გაშენების პროცესს ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და იმედი გამოთქვა, რომ პროექტში სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი ფერმერი ჩაერთვება.

„დანერგე მომავალი“ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმატებული პროექტია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის დარგის მაქსიმალური ხელშეწყობაა, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას და შევამციროთ იმპორტი. იმედი მაქვს მომავალში უფრო მეტი ადგილობრივი ფერმერი ჩაერთვება პროექტში, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი და ბაზარზე გვექნება ადგილობრივი წარმოების ჯანსაღი პროდუქტი“, - განაცხადა უმრავლესობის დაპუტატმა.

კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი ფერმერებისთვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობასა და სხვა საჭირი მასალების შეძენას სახელმწიფო პროგრამა 100 % -ით აფინანსებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R