საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა კიკნაველიძე: ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციისა და წარმოების განვითარებას

მაჟორიტარი დეპუტატები 02 მაისი 2020
შალვა კიკნაველიძე: ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციისა და წარმოების განვითარებას

ზესტაფონში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების პარალელურად, საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ ქვედა საქარაში მიმდინარე ხვნა-თესვის სამუშაოებს, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

უმრავლესობის წევრი ხვნა-თესვის პროცესთან დაკავაშირებული სიტუაციითა და ამ მიმართულებით არსებული სირთულეებით დაინტერესდა.

შალვა კიკნაველიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც მსოფლიო პანდემიამ და მისმა შედეგებმა მსოფლიოს დღის წესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა.

„სოფლის მეურნეობა ნებისმიერი ქვეყნისთვის სტაბილური ეკონომიკური განვითარების გარანტია. სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ამ სფეროს ხელშეწყობას და, შედეგად, დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს არაერთი წარმატებული სტარტაპის მაგალითი. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოს დღის წესრიგი და პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ვირუსის პრევენციის მიუხედავად, საგაზაფხულო სამუშაოები არ შეჩერდეს. უნდა ვეცადოთ და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციისა და წარმოების განვითარება-პოპულარიზაციას. ჩვენს მოქალაქეებს ყველანაირი პირობა უნდა ჰქონდეთ შექმნილი, რომ შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განახორციელონ სეზონური სამუშაოები," - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R