საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა კიკნაველიძე: მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელთაც სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ხელისუფლება სთავზობს

23 მაისი 2020
შალვა კიკნაველიძე: მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელთაც სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ხელისუფლება სთავზობს

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან ერთად სოფელ არგვეთაში მდებარე სასათბურე მეურნეობები მოინახულა.

უმრავლესობის წევრმა, მეწარმეებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმასა და იმ შეღავათებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ხელისუფლებამ ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად დააწესა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ მეწარმეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ყველა იმ შესაძლებლობასა და შეღავათთან დაკავშირებით, რომელთაც მათ ჩვენი ხელისუფლება აძლევს. მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ თითოეული ფერმერის მოტივირება, რათა სახელმწიფოს მხარდაჭერა მეურნეობების განსავითარებლად მიმართონ. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელთაც სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ხელისუფლება სთავზობს. ვაწარმოოთ ჯანსაღი, ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

 
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R