საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა კიკნაველიძე: მიზნად დავისახეთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ სოფლის მეურნეობითა და ადგილობრივი წარმოებით

მაჟორიტარი დეპუტატები 03 ივნისი 2020
შალვა კიკნაველიძე: მიზნად დავისახეთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ სოფლის მეურნეობითა და ადგილობრივი წარმოებით

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან, დავით ჯინორიძესთან ერთად, სოფელ აჯამეთში, მამუკა ხაჩიძის საზამთროს ბაღი მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

უმრავლესობის დეპუტატმა ადგილობრივ მეწარმეებს იმ სახელმწიფო პროგრამებისა და ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში არსებული შეღავათების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა დახმარებითაც ბიზნესის მეტად განვითარების შესაძლებლობა ექნებათ.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ სოფლის მეურნეობითა და ადგილობრივი წარმოებით. ამასთანავე, დავუფასოთ შრომა ფერმერებს და მივცეთ ბიზნესის მეტად განვითარების შესაძლებლობა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ადამიანებს სრულფასოვანი ინფრომაცია ჰქონდეთ იმ პროგრამებისა და შეღავათების შესახებ, რომელთაც მათ სახელმწიფო სთავაზობს“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

შალვა კიკნაველიძის თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივმა წარმოებამ შეძლოს იმპორტის ჩანაცვლება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და გაძლიერდეს სოფელი.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ადგილობრივმა წარმოებამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი. გარდა იმისა, რომ ვქმნით ჯანსაღ, ქართულ პროდუქტს, ჩნდება ათეულობით ახალი სამუშაო ადგილი. ძლიერდება ქართული ბიზნესი, ეკონომიკა და სოფელი. ვფიქრობ, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პროექტებთან ერთად, ბევრ ჩვენს მოქალაქეს სოფელში დაბრუნების სურვილს გაუჩენს, იმ ფერმერებს კი, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებენ, ბიზნესის მეტად განვითარების შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R