საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა კიკნაველიძე: სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ქართული პროდუქციისა და მეურნეობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული

მაჟორიტარი დეპუტატები 17 May 2020
შალვა კიკნაველიძე: სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ქართული პროდუქციისა და მეურნეობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული

უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, პროგრამა „დანერგე მომავალი"-ს ფარგლებში მოქმედი მეურნეობები მოინახულა.

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან ერთად, ფერმერებს ის დამატებითი შეღავათები გააცნო, რომლებსაც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს.

„ადგილობრივი წარმოების, ფერმერებისა და ზოგადად სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლებისთვის წლებია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით უამრავი სახელმწიფო საგრანტო პროექტი განვახორციელეთ. ადგილობრივ ფერმერებს ჩვენგან მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ. ბოლო პერიოდში, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენმა ხელისუფლებამ უპრეცენდენტო ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე" შეიმუშავა. ჩვენი ფერმერები 1ჰა დარეგისტრირებულ მიწის ფართობზე 850-1700 ლარამდე სარგებელს მიიღებენ. განსხვავებულ ფასად შეიძენენ დიზელს, გაუნულდებათ სამელიორაციო მომსახურების დავალიანება და განთავისუფლდებიან 2020 წლის გადასახადებისგან. ასევე, ავამოქმედეთ საგრანტო პროგრამები, რომლებიც ფერმერებს რამდენიმე მიმართულებით მეურნეობების განვითარების საშუალებას მისცემს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ქართული პროდუქციისა და მეურნეობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული," - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 Nov 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 Jul 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 May 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 Dec 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 May 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R