საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა კიკნაველიძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

მაჟორიტარი დეპუტატები 09 May 2020
შალვა კიკნაველიძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

უმრავლესობის წევრმა ვეტერანებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ფასდაუდებელი გმირობისთვის მადლობა გადაუხადა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

„75 წელი გავიდა მსოფლიოს უდიდეს ბოროტებაზე - ფაშიზმზე გამარჯვებიდან. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენმა პატარა ქვეყანამ უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიო ბოროტების დამარცხებაში. ჩვენ დავკარგეთ 300 000 საუკეთესო ქართველი, რომელთა სიცოცხლის ფასად მსოფლიომ სტაბილურობა და მშვიდობა მოიპოვა. მინდა, ეს დღე, უდიდესი პატივისცემით მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ადამიანებს, რომლებმაც საუკეთესო წლები შესწირეს უკეთესი მომავლისათვის ბრძოლას. მადლობა ფასდაუდებელი გმირობისთვის, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“! - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ზესტაფონში მცხოვრებმა ვეტერანებმა, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ერთჯერადად 500 ლარიანი დახმარებაც მიიღეს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები -300 ლარს მიიღებენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 Nov 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 Jul 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 May 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 Dec 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 May 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R