საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც დასავლურმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ, არამედ ქართველ და მოლდოველ ხალხს

თავმჯდომარე 13 ივნისი 2022
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც დასავლურმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ, არამედ ქართველ და მოლდოველ ხალხს

„ვფიქრობ, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც დასავლურმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ქართველ და მოლდოველ მოსახლეობას და მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ იმ მისწრაფებაში, რასაც ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჰქვია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მასუდ გარახანისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა და ამ კონტექსტში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„წარმოვადგენ რა, პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, მეც ვაწყდები გამოწვევებს, მითუმეტეს ამ გამოწვევებით სავსე დროში, როდესაც რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამის ფონზე, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ძმებისა და დების მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ, გადავხედოთ და ხელახლა გავიაზროთ ნატოსა და ევროკავშირის მიდგომები, პერსპექტივები და როლი ჩვენს რეგიონში. ამ მხრივ, როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ ცოტა ხნის წინ უკვე გააგზავნა ევროკავშირის წევრობის განაცხადი, რასთან დაკავშირებითაც ქართველ ხალხს აქვს ევროკავშირის დადებითი გადაწყვეტილების იმედი და მოლოდინი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ნორვეგია საქართველოს ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორი, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ნატოში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.

უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ - 2008 წელს, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ - 2014 წელს განხორციელებული რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი იყო.

„ჩვენ ორივე ვეწვიეთ უკრაინას და შევხვდით ჩვენს კოლეგებს. ვფიქრობ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ არ იყო ადვილი მოვლენების ასეთი განვითარების წინასწარ განჭვრეტა, თუმცა მეორეს მხრივ, ნამდვილად შეიძლებოდა ამ პროგნოზის გაკეთება, თუკი გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს. ვფიქრობ, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც დასავლურმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ქართველ და მოლდოველ მოსახლეობას და მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ იმ მისწრაფებაში, რასაც ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჰქვია. ასევე, გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი რუსეთს, რომ შეუძლებელია, რომელიმე ქვეყანამ ხელი შეუშალოს ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებას დემოკრატიული საზოგადოებისკენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება.


საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
16 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R