საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი: გერმანიას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლაში. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წინ არის და ამ პროცესში ჩვენ გერმანიის იმედი ნამდვილად გვაქვს

თავმჯდომარე 30 ნოემბერი 2022
შალვა პაპუაშვილი: გერმანიას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლაში. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წინ არის და ამ პროცესში ჩვენ გერმანიის იმედი ნამდვილად გვაქვს

„გერმანიას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლაში. გერმანიის კანცლერის სიტყვები, რომ ერთიანი ევროპა ნიშნავს ევროპას ლისაბონიდან თბილისამდე, გვაჩვენებს თუ რამდენად მკაფიოა გერმანიის ხედვა საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულუფლებიან წევრობაზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, თუმცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წინ არის და ამ პროცესში ჩვენ გერმანიის იმედი ნამდვილად გვაქვს“, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში გერმანიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მასპინძელ ქვეყანას წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ გაწეული უანგარო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია დღეს თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა, რადგან გერმანიასთან ბევრი საინტერესო წელი მაკავშირებს. გერმანია წლების განმავლობაში უანგაროდ, როგორც მეგობარი იდგა ჩვენ გვერდით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციური აღმშენებლობის გზაზე. უდიდესია გერმანელი ხალხის წვლილი განათლების სფეროში, როგორც საქართველოს განათლების სისტემაში თანამედროვე კონცეფციების შემოტანის გზით, ისე ქართველი ახალგაზრდებისთვის გერმანიაში განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფით. თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ შესაძლებლობას ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ დღეს აქ მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ყველა წევრს როგორც უმრავლესობიდან, ისე ოპოზიციიდან განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. მეამაყება, რომ დღევანდელი საღამოს ცენტრალური ფიგურები ჩვენი საამაყო ხელოვანები ნინო ხარატიშვილი, ლიზა ბათიაშვილი და დუდანა მაზმანიშვილი არიან. ისინი დღეს უკვე არიან როგორც ქართული, ისე გერმანული კულტურის ნაწილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

 

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა
22 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
22 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
22 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
22 ივნისი 2026

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
22 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R