საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს შეხვდა

თავმჯდომარე 30 ნოემბერი 2022
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასს შეხვდა.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ნაყოფიერი კავშირები.


შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და, ასევე, ქვეყნის ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის ხელშეწყობით, საქართველოში ფუნქციონირებს მდგრადი ინსტიტუტები და ქვეყანა მტკიცედ დგას ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის გზაზე.


შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და გამოხატეს მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მზაობა.


შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა საქართველოს, როგორც ძირითადი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის როლი.


​ბერბელ ბასმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის წევრობისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა და აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.


​დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა
22 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
22 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
22 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
22 ივნისი 2026

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
22 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R