შალვა პაპუაშვილი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
განცხადებები 15 თებერვალი 2022
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის ყოფილი წევრის, თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს პარლამენტის მე-4, მე-5 და მე-8 მოწვევის წევრის, თამაზ მეჭიაურის ოჯახს, მის ახლობლებს და ნათესავებს. თამაზ მეჭიაურს დიდი წვლილი აქვს შეტანილი საპარლამენტო ცხოვრების განვითარებაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.
