საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

მედია და საზოგადოება 01 ივლისი 2026
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 67-ე გენერალური ასამბლეა ჩატარდა, რომლის მთავარ თემას - „ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით: ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში“ წარმოადგენდა.


საპარლამენტო ფორუმში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. მათ რეგიონული თანამშრომლობის და ეკონომიკური განვითარების პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლსა და მნიშვნელობაზე დებატები გამართეს, შესაბამისი მოხსენებები მოისმინეს და ეროვნული პარლამენტებისთვის რეკომენდაციები მიიღეს.


67-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის და სოციალური და ჰუმანიტარული პოლიტიკის კომიტეტების სხდომები გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მეზურნიშვილმა „ციფრული მმართველობისა და ინოვაციების სამართლებრივი ასპექტები შავი ზღვის რეგიონში“ ანგარიში წარადგინა.


საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებმა გენერალური ასამბლეის საშემოდგომო სესიის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და დელეგაციების შემადგენლობები დაამტკიცეს.


„გენერალური ასამბლეის ფარგლებში საინტერესო მოხსენებები განვიხილეთ. საპარლამენტო ფორუმის მთავარ თემას ხელოვნური ინტელექტის საკითხები წარმოადგენდა, რაც თავის მხრივ, ჩვენ დღევანდელ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება და ქვეყნები უკვე ფიქრობენ, თუ როგორ შეიძლება მისი მაქსიმალურად და ეფექტიანად გამოყენება, რათა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში უფრო გამარტივდეს ლოგისტიკური და ერთმანეთთან ვაჭრობის საკითხები.
ჩვენი მიზანია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ისე გამოყენება, რომ სახელმწიფოებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირ აისახება.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ორგანიზაციაში ორი წლის ვადით ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება. ჩვენ ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ და კიდევ უფრო აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა.


მისი თქმით, ცალკე უნდა აღინიშნოს გენერალური ასამბლეის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობა.


„საპარლამენტო ფორუმი, რომელშიც 10 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა, შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში გაიმართა. ეს არის გზავნილი, რომ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებები არა მარტო დედაქალაქში, არამედ, ქვეყნის რეგიონებშიც შეგვიძლია ჩავატაროთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რეგიონების განვითარებაზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

მსგავსი

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
30 ივნისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, ქალაქ თბილისში ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
30 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, ქალაქ თბილისში ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
30 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R