საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფიო ქაცარავამ ლონდონში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 15 ოქტომბერი 2019
სოფიო ქაცარავამ ლონდონში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ლონდონში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ტომ ტუგენდჰატს; საგარეო და თანამეგობრობის ოფისის წარმომადგენელ პოლ ბრამელს და გაერთიანებული სამეფოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის (Chatham House) რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელს, ჯეიმს ნიქსის. 

შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში; თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება და მათი კიდევ უფრო გაღრმავების და გაძლიერების პერსპექტივები.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრებზე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით იქ არსებულ მდგომარეობას.

სოფიო ქაცარავამ ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე. მან მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს იმ დიდი კონტრიბუციისთვის, რომელსაც ის ახორციელებს განთლების სფეროში.

„დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ ეს მხადაჭერა არაერთხელ დაგვიდასტურეს ლონდონში ვიზიტის ფარგლებში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
31 მაისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
28 მაისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R