საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ჩუგოშვილმა ფრიდონ საყვარელიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

07 Feb 2018
თამარ ჩუგოშვილმა ფრიდონ საყვარელიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, ორი მოწვევის პარლამენტის წევრის, ფრიდონ საყვარელიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ფრიდონ საყვარელიძის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„სამწუხაროდ, გარდაიცვალა მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი ბატონი ფრიდონ საყვარელიძე. მინდა მივუსამძიმრო მისი ოჯახის წევრებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე.

პუბლიცისტი და საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ფრიდონ საყვარელიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 6 თებერვალს გარდაიცვალა.

ფრიდონ საყვარელიძე იყო „ქრისტიანული განათლების ფონდის“ დირექტორი. ასევე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა მედიცინაში. 1998 წელს შეადგინა და გამოსცა „ადამიანის უფლებათა ლექსიკონი“. წერდა საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით გამომავალ ჟურნალ „სოლიდარობაში“ ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიის, პოლიტიკური იდეოლოგიების და დემოკრატიის საკითხებზე. ფრიდონ საყვარელიძე არის რამდენიმე წიგნის ავტორი და მთარგმნელი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R