საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილის ინიციატივას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა

მნიშვნელოვანი სიახლეები 05 თებერვალი 2021
თამარ ტალიაშვილის ინიციატივას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე სარეზოლუციო ინიციატივის პრეზენტაცია წარადგინა.

რეზოლუციის ინიციატივას თემაზე „ახალგაზრდობა და მედია“ კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

თამარ ტალიაშვილის განმარტებით: „ევროსაბჭოს ქვეყნებსა და მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე მედიაში ახალგაზრდების როლი შეიცვალა. თანამედროვე მედიაში პასიური როლიდან ახალგაზრდები წამყვანი აქტორების როლში გვევლინებიან. ახალგაზრდები იღებენ ინფორმაციას, და ამავდროულად აქტიურად თვითონ ქმნიან საინფორმაციო და კრეატიულ საინფორმაციო, მედია პროდუქტს.
პანდემიის პირობებში ახალგაზრდობამ თანამედროვე მედია ფიზიკური იზოლაციის უარყოფითი ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შემსუბუქებისათვის კიდევ უფრო მეტად მიმართა - აზრის გამოხატვის, სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებისა და ახალი კავშირების დამყარების, შემეცნებითი, კრეატიული და საგანმანათლებლო აქტივობისათვის. ამ პროცესების პარალელურად, კვლევების თანახმად, გაიზარდა თანამედროვე მედიის ნეგატიური ზეგავლენაც ახალგაზრდებზე. ემოციური ძალადობის, რადიკალიზაციის, დისკრიმინაციისა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების შემთხვევებისადმი ახალგაზრდები მოწყვლადი აღმოჩნდნენ."

თამარ ტალიაშვილის განმარტებით, თანამედროვე მედიის გარდა, მნიშვნელოვანია, ტრადიციულმა მედიამ შეასრულოს დადებითი ფუნქცია ახალგაზრდების გამოწვევებისა და იდეების აქტიური წარმოჩენის კუთხით. მაგალითად, ტელე-სკოლის მოდელები ამოქმედდა არაერთ ქვეყანაში. საამაყოა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა კოვიდ პანდემიის გავლენა განათლებასა და კულტურაზე ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში.

ასევე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე სამეცნიერო კვლევითი პოლიტიკისა და გარემოს დაცვის ურთიერთქმედების შესახებ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ვიქტორ სანიკიძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
24 ივნისი 2025

ვიქტორ სანიკიძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

სპორტის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს მოუსმინეს
16 ივნისი 2025

სპორტის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს მოუსმინეს

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს
09 ივნისი 2025

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს

ვიქტორ სანიკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა
03 ივნისი 2025

ვიქტორ სანიკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

სპორტის კომიტეტმა გორის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა
21 მაისი 2025

სპორტის კომიტეტმა გორის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R