საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

მედია და საზოგადოება 19 თებერვალი 2024
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე და მასში მოცემულ აქტივობებზე იმსჯელეს.


​კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, სამოქმედო გეგმაში ასახულია როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შემავალი საკანონმდებლო ინიციატივები, ასევე, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციები და პარტნიორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებები.


​კომიტეტის წევრებმა სამოქმედო გეგმის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს.


სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, განსახილველ საკითხთა დღის წესრიგს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი - „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება დაემატა.


​კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, წარმოდგენილ წინადადებაში საუბარია უსაფრთხოების სექტორის კონტროლის მიზნით პარლამენტის სპეციალიზებული სტრუქტურის შექმნაზე, მის შემადგენლობასა და მანდატზე. ასევე სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების საკითხებზე და მუდმივმოქმედ ექსპერტთა საბჭოს მანდატზე.


„საკანონმდებლო წინადადებაში არის საკითხები, რომლებიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავენ და არის საკითხები, რომლებსაც არ ვიზიარებთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის გაძლიერება და ჩვენი ევროპელი პარტნიორები იმ დოკუმენტში, რომელიც წარმოადგინეს საკმაოდ კარგად ახდენენ ამ მექანიზმების შეფასებას. დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე, საკანონმდებლო დონეზე, ზედამხედველობის მექანიზმები კარგად მოწესრიგებულია და ზედამხედველობის გაუმჯობესებისთვის მხოლოდ პრაქტიკულ ნაწილზე და ნდობის ჯგუფის ფორმატში ოპოზიციის ჩართულობაზეა საუბარი. მინდა კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ოპოზიციის წარმომადგენელს, ვინც არის ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში, დაბრუნდეს ჯგუფში და დაესწროს მის შეხვედრებს და ის ერთი ვაკანტური ადგილი, რაც დღემდეა დარჩენილი, ოპოზიციის პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რეგლამენტის მიხედვით, წარმოადგინოს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.


მისივე თქმით, საერთაშორისო გამჭვირვალობა ბევრს საუბრობს სხვისი მანდატის გაზრდაზე და გაფართოებაზე, სხვის ხარვეზებზე და მაშინ, როდესაც აღნიშნული ორგანიზაციის გამჭვირვალობაზე იყო საუბარი, ორგანიზაცია კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ის საკანონმდებლო ინიციატივა, რაც ჩვენმა უმრავლესობის წევრებმა შეიმუშავეს, რუსულ კანონად მონათლეს.


​კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საკანონმდებლო წინადადება კომიტეტის უმრავლესობის წევრებისთვის საინტერესო არ არის და შესაბამისად, მისი გაზიარება არ მოხდება.


სხდომაზე კომიტეტის ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო წინადადების დაჩქარებული წესით შემოტანის საკითხი გააპროტესტეს და მისი შესწავლის მიზნით განხილვის გადატანა ითხოვეს.


ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნაზე განმარტებები გაკეთდა და აღინიშნა, რომ აღნიშნული წინადადება პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა და შესაბამისად, პარლამენტის წევრებს მისი გაცნობის შესაძლებლობა ორი თვის განმავლობაში ჰქონდათ.


​კომიტეტის წევრებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R