საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თედო ჯაფარიძე ევა ბერგერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 01 თებერვალი 2016


საქართველოში ავსტრიის საპატიო კონსულის, ევა ბერგერის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ავსტრიელი და ქართველი ხალხისთვის. მას მრავალმხრივი დიპლომატიური და კომერციული მოღვაწეობის განმავლობაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და ავსტრიის მეგობრობის განმტკიცების და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საქმეში. ქალბატონი ევა, გარდა საპატიო კონსულისა, წლების განმავლობაში გახლდათ ავსტრიის ავიახაზების წარმომადგენელი საქართველოში. ევა იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი, ევროპელი, რომელიც გველაპარაკებოდა ევროპულ ენაზე, გვაჩვევდა ევროპულ წესებს და ჩვევებს და ყველაფერს ამას აკეთებდა განსაკუთრებული სითბოთი, სუფთა ევროპულ-ავსტრიული ტაქტით და მისთვის ჩვეული იუმორით. იგი უამრავ ქართველს და ქართულ ოჯახს დაეხმარა. მე ვიტყოდი ბევრი მათგანი გადაარჩინა.

მინდა მადლიერება გამოვხატო ევა ბერგერის მიერ გაწეული საქმიანობისადმი, რომლის შედეგიცაა ჩვენი ქვეყნის წინსვლა, მათ შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღწევაში.

ევა ბერგერი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ერუდიციით, პროფესიონალიზმით და უაღრესად მაღალი პასუხისმგებლობით. მისი სახით საქართველომ დაკარგა აქტიური მხარდამჭერი და გულითადი მეგობარი.

მინდა, კიდევ ერთხელ, მივუსამძიმრო ჩემი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით როგორც ავსტრიელ ხალხს, ისე მის ოჯახს და მეგობრებს. ეს ჩვენთვის მართლაც უდიდესი დანაკლისია.

მშვიდობით, ძვირფასო ევა!

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
31 მაისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
28 მაისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R