საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სიმონ ნოზაძის ინიციატივით, უძველესი ნაბეჭდი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა

14 აგვისტო 2020
სიმონ ნოზაძის ინიციატივით, უძველესი ნაბეჭდი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის ინიციატივით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დაცული უძველესი წიგნები, რესტავრაციისა და შემდგომი მოვლა-შენახვისთვის, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. 

ვახტანგ VI-ის სტამბაში ნაბეჭდი რარიტეტული წიგნების გადაცემა, 13 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში, პარლამენტის წევრის, სიმონ ნოზაძის, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილის, მირიან ხოსიტაშვილის  და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის, ლევან თაქთაქიშვილის მონაწილეობით განხორციელდა.

„წიგნები, რომლებიც ჩვენ წამოვიღეთ, ჩემ მიერ იყო აღმოჩენილი. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა თერჯოლის ბიბლიოთეკის შესახებ, მაგრამ არ ველოდით ასეთ უნიკალურ შემთხვევასთან თუ გვექნებოდა საქმე. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე დავუკავშირდი ეროვნულ ბიბლიოთეკას, ჩავედით ადგილზე და უშუალოდ გავეცანით მასალებს, რომელთა ნაწილი 250 -300 წლის წინ, ვახტანგ VI-ის სტამბაში, ნუსხური შრიფტით არის დაბეჭდილი. ეროვნულ ბიბლიოთეკას მსგავსი ან მასთან მიახლოებული ეგზემპლარი არ გააჩნია. ცხადია, ობიექტური მიზეზების გამო, ბიბლიოთეკას არ შეეძლო მათი სათანადო მოვლა-პატრონობა, ამიტომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R