საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

06 მარტი 2020
პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ, ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების მხრიდან საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო მეტი კრიტიკის სანაცვლოდ, კომპანია „ფრონტერას“ 86 თანამშრომლის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მთავრობას მომზადებული ჰქონდა სარჩელი, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ფრონტერას“ დროებით მენეჯმენტში საქმის მწარმოებლად, გაზისა და ნავთობის კომპანიის წარმომადგენლის შესვლა იქნებოდა შესაძლებელი. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამ პროცესით ამოღებული ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული თანხებიდან თანამშრომელთა დაგროვილი სახელფასო დავალიანების გადახდის შესაძლებლობა გაჩნდებოდა, მაგრამ მთავრობამ „გაწირა“ კომპანიის თანამშრომლები და საარჩევნო სისტემისთვის უკეთესი გარემო შეიქმნა.

„ეს არის მთავრობის და სამწუხაროდ, მთელი ხელისუფლების კოლონიალური დამოკიდებულება და ცნობიერება, რომელიც ჩვენ წინ ვერ წაგვიყვანს. მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომ მან უზრუნველყოს კომპანია „ფრონტერაში“ დასაქმებულების სამუშაო ადგილების შენარჩუნება, რადგან გაფიცვის გამო კომპანიამ ისინი სამსახურიდან დაითხოვა და მათი ბედი გაურკვეველია. და მეორე - უკვე დაგროვილია 14 თვის სახელფასო დავალიანება და კომპანიაში მომუშავე პერსონალი ყოველგვარი ფინანსური რესურსის გარეშეა დარჩენილი, აქედან გამომდინარე მთავრობამ მათი ხელფასების კომპენსირება უნდა დაიწყოს და ელემენტარული ფინანსური საშუალებებით უზრუნველყოს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მოსმენა იგეგმება, კითხვით მიმართავს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R