საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი

27 იანვარი 2020
პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი

პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა და მან უნდა დათმოს ხელისუფლება. მისი თქმით, ფუჭია დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებები, რომ „ქართულმა ოცნებამ” გამოასწოროს არსებული ვითარება, რადგან ქართული ოცნება არის პროტესტის ხელისუფლება და ის თავის თავს ვეღარ შეცვლის. 

„2012 წელს საქართველოს ისტორიაში მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა - დამარცხდა რეპრესიული და ავტორიტარული ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი. ეს მართლაც ისტორიული მოვლენა და „ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, მაგრამ ამით „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა. ოცნება არ იყო მოწოდებული და ვერ მოახერხა ქვეყანა წაეყვანა განვითარების გზით. ეს იყო საპროტესტო მოძრაობა და საპროტესტო მოძრაობადვე დარჩა. დღეს ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის 8 წლის შემდეგაც ამ პარტიის ლეგიტიმაცია ისევ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ პროტესტზე დგას. მხილება, კინკლაობა და დაპირისპირება, ესაა დღევანდელი პოლიტიკის შინაარსი. თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს, განვითარების გზას დაადგეს, ეს საპროტესტო ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

მისივე თქმით, „სოციალ-დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ არ უნდა ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას და არ უნდა შეუშალოს ხელი ახალ კონსტრუქციულ ჯანსაღ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინიციატივებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R