საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას და პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს მოუსმინეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 04 მარტი 2019
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას და პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს მოუსმინეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი, „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული 2011 წლის შეთანხმება იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განსახილველი საკითხები, რომელზეც დახურულ რეჟიმში მსჯელობდნენ. 

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან მწვავე განცხადებები, რაც მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციისკენ და ხელს უშლის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის განხორცილებას. ჩვენი პოლიტიკა დამყარებულია სამშვიდობო ინიციატივებზე და საერთაშორისო სამართლის სრულ პატივისცემაზე, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის ფედერაციაზე. ბუნებრივია, ამ პროცესების ირგვლივ არსებობს კითხვები როგორც მმართველ გუნდში, ასევე, ოპოზიციაში და მოსმენაც სწორედ ამიტომ გაიმართა“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ კომიტეტის წევრებს, ქართულ-რუსულ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა ასევე, ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესზე და არაღიარების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე.

ლაშა დარსალიას განცხადებით, სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაზე. „ვისაუბრეთ დეტალებზე თუ რას აკეთებს და როგორ მუშაობს საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებთან და სხვადასხვა მთავრობებთან ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში, იმისთვის რომ ეს საკითხი იდგას მაღალ დონეზე დღის წესრიგის. ამ კუთხით პროგრესი და გარკვეული შედეგებიც გვაქვს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე დეტალური საუბარი იყო იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის წევრებს აინტერესებდათ.

მომხსენებელმა პრაღაში მიმდინარე ქართულ-რუსულ დიალოგზე და იქ განსახილველ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც უმთავრესად სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო კავშირებს და გარკვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებს ეხება. „მე შევეცადე პარლამენტის წევრებისთვის მიმეწოდებინა მაქსიმალური ინფორმაცია და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი გამეცა. ვფიქრობ, საერთო ჯამში, ეს იყო საქმიანი, სასარგებლო შეხვედრა. თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით პარლამენტში იქნება აზრთა ერთიანობა, ოპოზიციასა და პოზიციას შორის, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ამ პროექტის რეალიზაციისათვის. მე ასეთი განცდით გამოვედი, რომ ეს იყო საქმიანი შეხვედრა და სასარგებლო როგორც ჩემთვის, ასევე პარლამენტარებისთვისაც“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მიგვეღო პასუხები ყველა კითხვაზე, დეტალურად განგვეხილა ეს საკითხები და გაგვეცა შესაბამისი რეკომენდაციები. ეს არის ჯანსაღი სამუშაო პროცესი, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
31 მაისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
28 მაისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R