საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ხატიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 24 ოქტომბერი 2017
გიორგი ხატიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ხატიძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ორ ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

„უნგრეთთან საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს, მათ შორის, კულტურული, საგანმანათლებლო, ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით. უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“, - აღნიშნა გიორგი ხატიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებაზე ისაუბრეს და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობის ყველა შესაძლო მიმართულებით, მათ შორის, კულტურის, სამეცნიერო, სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულების გაღრმავებაზე. მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი მქონდა უნგრეთში და მომეცა შესაძლებლობა, უნგრეთის პარლამენტის წევრებთან თანამშრომლობის, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, გააქტიურების შესახებ მესაუბრა. შესაბამისად, მივესალმები ელჩის სურვილს და მის ჩართულობას, რომ საპარლამენტო დონეზე უფრო მეტი გაკეთდეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ორ ქვეყანას შორის კულტურული, სამეცნიერო, ეკონომიკური, სავაჭრო და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და გააქტიურების მიმართულებით“ - განაცხადა უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი

საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა
08 ივნისი 2026

საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R