საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ილია ნაკაშიძე და სოფო კილაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 13 მარტი 2020
ილია ნაკაშიძე და სოფო კილაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ილია ნაკაშიძემ განაცხადა, ტელევიზიაში არსებული პრობლემები წესდების მიხედვით უნდა გადაწყდეს.

„დღეს, დარწმუნებული ვარ ერთ რამეში - არის წესდება და ამ წესდების მიხედვით უნდა იმოქმედოს კოლექტივმა მშვიდად და მოგვცეს მაგალითი, როგორ უნდა მოიქცეს კოლექტივი, როდესაც მის წინაშე დგება პროფესიული პრობლემები. საქართველოს პარლამენტის სურვილია ავაშენოთ მაღალი სტანდარტის დემოკრატია, რომლის ნაწილიც არის მედია და ასევე, ჩვენი სურვილია, რომ მედიაც იყოს მაღალი სტანდარტის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, აჭარის ტელევიზიაში უნდა იყოს სიმშვიდე და ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს თავისუფლად მუშაობის უფლება. „ჩვენ ამ კვირაში შეხვედრა გვქონდა აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილთან. იმისთვის, რომ გვქონოდა ობიექტური სურათი, დღეს შევხვდით მეორე მხარესაც, რომლის მიმართაც ჟურნალისტების ნაწილს გარკვეული პრეტენზიები აქვთ. მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ მოთხოვნილია აუდიტის დასკვნა და მნიშვნელოვანი იქნება ამ დასკვნის შედეგების გაცნობაც. ჩვენთვის მთავარია აჭარის მაუწყებელში სიტუაცია იყოს მშვიდი და ყველა მხარეს ჰქონდეს თავისუფლად მუშაობის უფლება იმისთვის, რომ მათ განახორციელონ თავისი უფლებამოსილებები, რაც კანონი მხრიდან მათ აქვთ დაკისრებული“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

მსგავსი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა

რატი იონათამიშვილმა შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
16 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი ვოლსკი და რატი იონათამიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
16 ივნისი 2026

გიორგი ვოლსკი და რატი იონათამიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R