საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირმა ინაშვილი ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

26 ნოემბერი 2018
ირმა ინაშვილი ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, იოჰანეს დაუმას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ არსებული საარჩევნო გარემო მიმოიხილეს და დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ირმა ინაშვილმა ჰოლანდიელ დიპლომატს 25 ნოემბერს „საქართველოს პატრიოტების“ მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი აქციის გამართვის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ აქციაზე შეკრებილმა მოსახლეობამ მკაფიო გზავნილით არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღება დააფიქსირა.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საინფორმაციო და საარჩევნო კამპანიაზე. საარჩევნო პერიოდში საინფორმაციო პოლიტიკის გაჯანსაღების მიზნით, საქართველოს პატრიოტებმა შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შევიტანოთ, ამის შესახებ ელჩს მივაწოდეთ ინფორმაცია. შეხვედრაზე დიპლომატს ფრაქციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტიც გავაცანით, რომელიც „სააკაშვილი-ბოკერიას“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას შეეხება და რომელზეც 300 ათასი მოქალაქის ხელმოწერა არსებობს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R