ირმა ინაშვილი ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა
09 ოქტომბერი 2019

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრა ახალგაზრდების ინიციატივით გაიმართა.
ირმა ინაშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ისაუბრა საპარლამენტო ცხოვრებაზე, კანონშემოქმედებით პროცესზე და საპარლამენტო საქმიანობის პოლიტიკურ ნაწილზე.
ახალგაზრდებმა კითხვები დასვეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაზეც დეპუტატმა ამომწურავად უპასუხა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის საგარეო ურთიერთობებისა და საშინაო პოლიტიკის საკითხებს.
ახალგაზრდებმა მოისმინეს ოპოზიციონერი დეპუტატის მოსაზრებები და შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.