პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრიდონ საყვარელიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტში გრძელდება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრები კანონმდებლებთან. ახალგაზრდები დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ საყვარელიძეს შეხვდნენ.
ფრიდონ საყვარეძემ სტუდენტებს გააცნო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საქმიანობა, კომიტეტის წევრთა ფუნქციები და მოვალეობები.
შეხვედრა, ძირითადად, დიალოგის სახით, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. სტუდენტები სხვადასხვა საკითხებთან ერთად, პარლამენტის წევრთა მიერ პლენარული და კომიტეტების სხდომებზე დაუსწრებლობით და ამისათვის დაწესებული სანქციებითაც დაინტერესდნენ.
ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
