საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რომან გოცირიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

მედია და საზოგადოება 15 თებერვალი 2017
რომან გოცირიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა.

ფრაქციის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს ფრაქციის საქმიანობაზე ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე პარლამენტში, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორია ჩვენი გეგმები და როგორი იქნება ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

რომან გოცირიძემ ელჩს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებიც გააცნო. „შეხვედრაზე განვიხილეთ მრავალი, მათ შორის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მომავალი მთავარი ოპოზიციური პარტიის საკითხი, თუ რას ვაპირებთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, როგორი იქნება ჩვენი ურთიერთობები ევროსტრუქტურებთან. ასევე, ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემურ საკითხზე, რომელიც დღეს არის საქართველოში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინათინ ბოკუჩავაც ესწრებოდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R