საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სიმონ ნოზაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

მაჟორიტარი დეპუტატები 02 ივნისი 2017
სიმონ ნოზაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მართვის ძირითად პრინციპებსა და მიზნებზე ისაუბრეს. დეპუტატმა ყურადღება სახელმწიფო მშენებლობის საქმეში სწორი ხედვისა და ზუსტი ორიენტირების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმეში ქართული კულტურის მნიშვნელობას და საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზებთან და ოსებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გამყარების აუცილებლობას შეეხო.

დეპუტატმა შეხვედრაზე ქვეყნის მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, მან ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც დეპუტატის თქმით, ახალგაზრდებს განათლების მიღების მეტ შესაძლებლობებს მისცემს.

„სტუდენტებთან შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თქვენ დღეს უამრავი შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ კარგი, ხარისხიანი განათლება და წარსულის გათვალისწინებით ქვეყნის მართვაში არ დაუშვათ ის შეცდომები, რომლებმაც სხვადასხვა პერიოდში ჩვენს ქვეყანას დაღი დაასვა. ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ წარსულის შეცდომები და ვეცადოთ ქვეყნის მართვისას არ გავიმეოროთ ისინი“, - მიმართა სტუდენტებს სიმონ ნოზაძემ.

დეპუტატმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის შეხვედრები სტუდენტებთან მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R