საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფიო ქაცარავა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში, თაჯან ილდემს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 30 ოქტომბერი 2019
სოფიო ქაცარავა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში, თაჯან ილდემს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში, თაჯან ილდემს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას.

მხარეებმა ისაუბრეს სახალხო დიპლომატიის როლსა და მის მნიშვნელობაზე, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ კონტექსტში. ამ კუთხით, ყურაღება გამახვილდა სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე.

თაჯან ილდემის განცხადებით ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აფასებენ იმ კონტრიბუციას, რასაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის კუთხით.

შეხვედრაზე ისაუბრეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს და რომლის მთავარი თემა არის ჰიბრიდული გამოწვევები, დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლა, რომლებიც საერთო საფრთხეს წარმოადგენენ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

„შეხვედრა მქონდა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში, თაჯან ილდემთან, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ორმხრივ დონეზე ინტენსიური თანამშრომლობა, უსაფრთხოების გამოწვევები და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ვისაუბრეთ სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობასა და ამ კუთხით სტრატეგიული კომუნიკაციების როლზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
31 მაისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
28 მაისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R