საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თედო ჯაფარიძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 14 იანვარი 2016
თედო ჯაფარიძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე შვეიცარიის ელჩს, ლუკას ბეგლინგერს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საპარლამენტო დიპლომატიის გაზრდაზე, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებსა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, შვეიცარიის, როგორც შუამავლის როლზე ისაუბრეს.

„ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი - პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. შვეიცარიასთან დიდი მოცულობის არა, მაგრამ საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს. შვეიცარიის, როგორც შუამავლის როლი ძალიან დიდია. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა ფორმატებზე, უპირველეს ყოვლისა კი, ჟენევის ფორმატზე. აღინიშნა, რომ ამ ფორმატით მოლაპარაკებისას შვეიცარია უფრო აქტიური უნდა გახდეს. უნდა გაჩნდეს უფრო მეტი იდეები. არ უნდა იყოს შეხვედრები შეხვედრებისთვის. თითოეული რაუნდი, რომელიც ჩატარდება უნდა იყოს რაღაც ახლის მომტანი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. რუსეთის სახით ამ დიალოგში ჩვენ გვყავს ძალიან ხისტი პარტნიორი, მაგრამ როგორც შეხვედრაზე აღვნიშნეთ, მაინც სჯობს ამ მხარესთან დიალოგი და კომუნიკაცია. ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს საპარლამენტო დიპლომატია. შვეიცარიის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ის განიხილავს ამ საკითხს მთავრობასთან და უახლოეს მომავალში გვექნება საშუალება კიდევ ერთხელ შევხვდეთ და შევთანხმდეთ იმაზე, თუ საპარლამენტო დიპლომატიისა და განზომილების რა ფორმატი გვექნება, როგორ, ვისთან, სად შეიძლება მოხდეს ამგვარი შეხვედრების ციკლი“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თედო ჯაფარიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
31 მაისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
28 მაისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R