რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი პროექტის „მოქალაქე-სტუდენტები თვითმმართველობაში“ მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

დღეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ერეკლე ტრიპოლსკიმ პროექტის - „მოქალაქე-სტუდენტები თვითმმართველობაში“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დუშეთისა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე. საუბარი ასევე შეეხო თვიმმართველობის რეფორმას და მის მნიშვნელობას. მიგრაციულ პრობლემას და მისი მოგვარების გზებს. ერეკლე ტრიპოლსკიმ სტუდენტებს დუშეთის განვითარების გეგმა გააცნო. აღნიშნული პროექტი „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით ხორციელდება და დუშეთის ტურისტულ, საგანმანათლებლო და ისტორიულ ცენტრად ჩამოყალიბებას გულისხმობს.
შეხვედრის დასასრულს, ერეკლე ტრიპოლსკიმ პროექტში მონაწილე სტუდენტებს მხარდაჭერა აღუთქვა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
