საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭკუასელი მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „ენგურის“ წევრებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 23 თებერვალი 2016
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭკუასელი მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „ენგურის“ წევრებს შეხვდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭკუასელმა პარლამენტში სტუმრად მყოფ ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლ „ენგურის“ წევრებთან გამართეს შეხვედრა. 

ანსამბლი „ენგური“ 2016 წლის თებერვალში, ესპანეთში გამართულ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე “Folk Festival in Catalonia”, გრან-პრის მფლობელი გახდა.

შეხვედრას ანსამბლის წევრებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი და არასამთვრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საქართველოში ეროვნებათაშორის ურთიერთობების და ხალხთა მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭკუასელმა აღნიშნა, განსაკუთრებით სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ანსამბლის წევრების უმრავლესობა აზერბაიჯანელი ეროვნების ბავშვები არიან, ასევე ანსამბლში ირიცხებიან სომეხი და ქართველი ბავშვებიც. „კულტურა და ხელოვნება ეროვნებათაშორის ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებაა და სასიხარულოა, რომ ჩვენმა აზერბაიჯანელმა მოზარდებმა სწორედ ქართული ცეკვით წარმოაჩინეს კულტურული ინტეგრაციის შედეგი თავისი საუკეთესო გამოვლინებით“, - განაცხადა თეიმურაზ ჭკუასელმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ანსამბლის წევრებს წარმატება მიულოცა და ქალაქ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომას“ ანსამბლ „ენგურის“ ესპანეთში გამგზავრების ორგანიზებისთვის და საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „გილოცავთ, ჩვენს სასახელო მოზარდებს, ლორეტ დე მარის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მოპოვებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ანსამბლ „ენგურის“ წევრთა უმრავლესობას ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეები შეადგენენ, რომლებმაც ქართველ მოზარდებთან ერთად, ქართული ცეკვების უზადო შესრულებითა და დიდი ემოციით შეძლეს მეტად ავტორიტეტული ჟიურის სიმპატიის დამსახურება“, -აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრაზე ანსამბლს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა. სტუმრებისთვის პარლამენტის შენობაში საექსკურსიო ტური მოეწყო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R