საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის წევრებს შეხვდა

ქვეყანაში სპორტული ცხოვრებისა და ზოგადად სპორტის განვითარების შესახებ ინფორმაციები გაცვალეს დღეს თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლერი ხაბელოვმა და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის წევრებმა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ სპორტი სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებასა და მხარდაჭერას საჭიროებს, რათა მეტი ადამიანი, განსაკუთრებით, ახალგაზრდობა ჩაერთოს სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
ლერი ხაბელოვმა განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატთაგან სამი ოლიმპიური ჩემპიონი, რამდენიმე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, რაც საკანონმდებლო დონეზე სპორტისადმი მეტი მხარდაჭერის სურვილითაა განპირობებული. ჩეხეთის პარლამენტის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის ირჟი ზლატუშკას განცხადებით, საქართველომ და ჩეხეთმა ერთობლივად უნდა ეძებონ სპორტის სახეობების განვითარების გზები და საშუალებები.
შეხვედრაში მოანაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები შოთა ხაბარელი და გიორგი თოფაძე.