საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე დაზარალებულ ადვოკატს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 13 Nov 2015
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე დაზარალებულ ადვოკატს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე დღეს ადვოკატ გიორგი მდინარაძეს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი, მელიტონ ბენიძე ესწრებოდა, საუბარი შეეხო პოლიციის განყოფილებაში ადვოკატის ცემის ფაქტს.

როგორც გედევან ფოფძაძემ განაცხადა, ამ შეხვედრას, რომელიც კომიტეტის ინიციატივით გაიმართა, წინ უძღოდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მან კომიტეტის საერთო პოზიცია გამოხატა მომხდართან დაკავშირებით.

ეკა ბესელიას განცხადებით, „იმ ფონზე, როდესაც მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით საქართველო მაღალ შეფასებებს იღებს, ადვოკატის ცემის ფაქტი საჭიროებს სწრაფ, ობიექტურ გამოძიებას და კომიტეტი მონიტორინგს გაუწევს ამ საქმეს“.

თავის მხრივ გედევან ფოფხაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მომხდარი აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტია და ადვოკატის პროფესიის დაცვა სახელმწიფოსათვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. „აქ არა მარტო კონკრეტული ადამიანის დაცვის პრობლემაა, რომლის მიმართაც ძალადობა განხორციელდა. ადვოკატი არის ისეთი პროფესია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებების ქმედითად დაცვა და თუ თავად ადვოკატის პროფესია არ იქნება დაცული, მაშინ საერთოდ უფლებების დაცვაზე საუბარი ძალიან გაგვიჭირდება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც სისტემაში სერიოზულ რეფორმებს ახორციელებენ და მისი გაუმჯობესებისათვის სისტემური თვალსაზრისით ბევრი რამ უკვე გაკეთდა, „ასეთი ფაქტი ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის და, შესაბამისად, ამ ფაქტზე რეაგირებაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული პოლიტიკური გზავნილი საზოგადოებისათვის“.

„თუ დაისჯება ყველა დამნაშავე, თუ ობიექტური, ოპერატიული და ადეკვატური ძიება ჩატარდება, თავისი შესაბამისი სამართლებრივი შედეგით, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ჩააბარებს გამოცდას. თუკი რაიმე კითხვის ნიშანი დარჩა, ეს იქნება გამოწვევა ჩვენთვის სამომავლოდ. ამიტომ, არ უნდა შევუქმნათ ვინმეს ილუზია, რომ ადვოკატზე განახორციელებს ძალადობას და ეს მას შერჩება. ეს იქნება ძალიან კარგი პრეცედენტი და მაგალითი იმისათვის, რომ სახელმწიფომ ეს გზავნილი ყველასათვის გააკეთოს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
გედევან ფოფხაძის განცხადებით, ფაქტზე სწორი პოლიტიკური შეფასება უნდა გაკეთდეს და დადგინდეს სიმართლე, რათა მომავალში სხვებსაც არ გაუჩნდეს მსგავსი გზით სიარულის მოტივი და სურვილი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარლამენტის მხარდაჭერა და ველოდებით მომხდარზე სწორ რეაგირებას“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
03 Jun 2026

რატი იონათამიშვილმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
22 May 2026

რატი იონათამიშვილი სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
22 May 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 May 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

რატი იონათამიშვილი თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს შეხვდა
06 May 2026

რატი იონათამიშვილი თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R