საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით უსუფაშვილი ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩს შეხვდა

თავმჯდომარე 07 ივლისი 2016
დავით უსუფაშვილი ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩს შეხვდა, რომელიც თბილისში ეუთოს მიერ მედიის თავისუფლების საკითხებში ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის მე-13 მედია-კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. 

მხარეებმა ისაუბრეს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე, რუსულ პროპაგანდაზე და საქართველოს პარლამენტსა და მედიის თავისუფლების საკითხებში მომუშავე ეუთო-ს ოფისს შორის თანამშრომლობაზე.

დუნია მიატოვიჩის შეფასებით, მედია თავისუფლების კუთხით საქართველოში კარგი ვითარებაა და ამ მიმართულებით ქვეყანაში დადებითი ტენდენციებია. მისი თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია გარემოს არსებობა.

მედიის თავისუფლების საკითხებში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელის განცხადებით, როგორც არაერთ ქვეყანაში, საქართველოშიც გარკვეულწილად რუსული პროპაგანდა პრობლემას წარმოადგენს.

როგორც დუნია მიატოვიჩმა აღნიშნა, დაუშვებელია მედია ავრცელებდეს სიძულვილის ენას, ახალისებდეს ძალადობას და მოუწოდებდეს ამბოხისკენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და მედიის თავისუფლების საკითხებში მომუშავე ეუთო-ს ოფისს კარგი თანამშრომლობა აკავშირებს, რისთვისაც დავით უსუფაშვილმა დუნია მიატოვიჩის მადლობა გადაუხადა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა
01 ივნისი 2026

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
01 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
29 მაისი 2026

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R